|
2019-11-26 13:58:34, 1467 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორი JICA-ს პროგრამის ფარგლებში იაპონიაში იმყოფება
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი, ნინო ქაჯაია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად“ ფარგლებში იაპონიაში იმყოფება. პროგრამა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ხორცელდება და მასში საქართველოს სახელით მონაწილეობისათვის, სწორედ ნინო ქაჯაია შეირჩა. პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე იაპონიის ჯანდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ამ კუთხით უნივერსალური მოდელი შექმნა, რომელიც არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა. ვიზიტის ფარგლებში ნინო ქაჯაიამ შეხვედრები გამართა სამედიცინო სფეროს არერთ წარმომადგენელთან, ასევე შეხვდა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობას, მასში საქართველოს ჩართულობას, ასევე საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)