08:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 15:33:56, 2192 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ 2 წევრი დააკავა, რომლებსაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდათ

სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, პარტიის მძღოლი ბესო შავაძე და რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ავტომობილით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადადგილდებოდნენ და საღამოს დაანონსებული აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდათ.

დაკავებულები შსს-ს შენობაში არიან გადაყვანილი, ავტომობილი კი, საჯარიმო ავტოსადგომზე.

პარტიაში მათი წარმომადგენლების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ შავაძის და ზაქარეიშვილის დაკავების მიზეზი რუსთაველის გამზირზე შეშის და ინვენტარის მიტანა გახდა.

რაც შეეხება უწყების პოზიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ 2 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა მძღოლის დაკავების გამო მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics