|
2019-11-21 16:55:39, 1677 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს. მაია წყნეთელის ძეგლთან საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყობა, რომელზეც სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, სივრცეში დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ფეხით სავალი ბილიკები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „ძალიან მნიშვნელოვანია წყნეთში განხორციელებული თითოეული პროექტი. მიმდინარე წელს, გასული წლების მსგავსად, ინფრასტრუქტურის განახლებას განვაგრძობთ, მათ შორის, დასასვენებელი სივრცეების მოწყობას. ამჯერად, წყნეთის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. 800 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ზონა და დასასვენებელი სივრცეები მშობლებისთვის, სკვერი იქნება კეთილმოწყობილი, განათებული და განახლებული“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეო პარკი“ აწარმოებს. ვაკის რაიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, დასასვენებელი სივრცის მოწყობა სამ მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)