22:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 12:34:25, 2470 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთელს შსს-სა და მინისტრს იმ  ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება, სწორედ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

“ჩვენს ქვეყანაში, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თვისუფლება, იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომების საშუალებით. ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამოდენიმე დღის წინ. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც  იუსტიციი მინისტრმა და როგორც ვიცე პრემიერმა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთელს შსს-სა და მინისტრს იმ  ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics