09:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 12:45:23, 2237 ნახვა

სამართალი
ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ახლობელმა სცემა

ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ახლობელმა სცემა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.

როგორც დაზარალებული ექიმი „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნავს, მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია, რის გამოც ის საყვედურს გამოთქვამს.

„ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. არის რაღაც საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც თავის შეკავება არ შეიძლება. როგორც გავიგე, ამ ადამიანს პრეტენზია ჰქონია იმაზე, რომ თურმე, ვიღაც ავადმყოფი ჰყოლია საავადმყოფოში, რომელიც დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა. ამაზე მანამდეც იყვნენ ჩემთან შემოსულები და ვუთხარი, რომ თქვენ ნათესავებს უკვე ვესაუბრე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნებათქო. მან მითხრა, რას ჰქვია იმედი გაქვსო. რომ გავიდა კორიდორში იქიდან დედა შემაგინა. ამის შემდეგ მეც გავედი და ამას მოჰყვა ხელჩართული ომი. ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა მომხდარის გამო. არც ქალაქის ჯანდაცვის და არც სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა კითხვა, თუ რა მოხდა“, - ამბობს გიორგი მაღალაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics