|
2019-11-19 15:50:31, 1133 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, სახელწოდებით „თანაბარი შესაძლებლობები და ქალების ჩართულობა საქართველოს ტრანსპორტის სექტორში: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გამოცდილება“, კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქალი მძღოლების პროგრამა წარუდგინეს, არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომლებიც ემსახურება კომპანიის ინსტიტუციონალურ განვითარებას სხვადასხვა დონეზე. ეს პროცესი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, იაპონია-ევროპის თანამშრომლობის ფონდის (JECF) დაფინანსებით, ასევე ქართველი და ევროპელი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წარმატებით ხორციელდება არის თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ავტობუსის მძღოლის პროფესიაში გადამზადდა 25 ქალი. მათ სწავლება გაიარეს სპეციალურად შერჩეულ ავტოსკოლაში და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ მძღოლის პოზიციაზე. ამ ეტაპისათვის თბილისის მგზავრებს 21 ქალი მძღოლი ემსახურება. ამავე კონფერენციის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მოაწერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ ინიცირებულ ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს (WEPS). კონფერენციას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, იაპონიის საგანებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დირექტორი დაესწრნენ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)