05:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 18:01:04, 1378 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირებულ შესასვლელებთან კარვები გაშალეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირებულ შესასვლელებთან კარვები გაშალეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილზე მორიგეობას აპირებენ, რათა მმართველი გუნდის დეპუტატებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის ყველა ჭიშკარს ბოქლომები დაადეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, გასაღებებს სიმბოლურად ხალხს გადასცემენ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დროებითი მთავრობის მიერ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics