11:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 15:19:13, 2253 ნახვა

სამართალი
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვასთან მომხდარი მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება მოთხოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბექა კვიციანის ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება მართებული არ არის, რის გამოც მის გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, თბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის  ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics