|
2019-11-14 15:50:53, 1294 ნახვა
პოლიტიკა
დაჩი ბერაია: მე მხარი არ დავუჭირე კანონპროექტს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა
„ძალიან ბევრმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ არ სჭირდება და იმ კანონპროექტს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა, მე მხარი არ დავუჭირე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბერაიას თქმით, ის არ დაპირისპირებია ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ მას ჰქონდა საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია. „მე არ დავუპირისპირდი ბიძინა ივანიშვილს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის შეხედულებებს და პოზიციას, თუმცა მე მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია, რომელსაც გავყევი ბოლომდე. ეს იყო ჩემი მხრიდან პასუხი იმ ქმედებებზე, რომლებიც ამ უპასუხისმგებლო პარტიებმა ბოლო პერიოდში ქნეს. ეს იყო პასუხი საპატრიარქოზე შეტევებე, იმ უმსგავსო საქციელებე, რომლებიც დარბაზში ჩაიდინეს. ძალიან მარტივად აგიხსნით. თუ დააკვირდით რეაქციას, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოება პარლამენტში და პარლამენტს მიღმა იყო გაწბილებული. ანუ ეს იყო კანონპროექტი, რომელიც მათ სჭირდებოდათ, მაგრამ ძალიან ბევრმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ არ სჭირდება და იმ კანონპროექტს, რომელიც მათ სჭირდებოდათ, მე მხარი არ დავუჭირე“, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)