17:39 - 14 Jul, 2026
|
2019-11-14 13:50:00, 1044 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობა დატოვა. როგორც მან აღნიშნა, მიზეზი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაა. „იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვტოვებ უმრავლესობას. დღეს იყო მძიმე სხდომა და ვგრძნობ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)