16:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:48:46, 1020 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ პროცესებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პარლამენტში. მინდა, ​ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.

იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics