15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:36:43, 1256 ნახვა

პოლიტიკა
რომან კაკულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: დაპირება უნდა შესრულდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რაც იყო დაპირება, მმართველი ძალის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ის უნდა შესრულდეს.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ.

„მე არ ველოდები, რომ იქნება ცვლილება. იმიტომ რომ მგონია, რომ დაპირება რაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა, ასევე ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ სამწუხაროდ, პოპულიზმის განვითარებასაც და მგონი ამან გადაასწრო დემოკრატიის განვითარებას. იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ თანამონაწილენი ამ პროცესის და ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, არ გმოვრიცხავ, რომ ადამიანებში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მათში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო. ეს პრინციპში იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ“, - ამბობს რომან კაკულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics