|
2019-11-13 10:35:10, 1158 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციული სისტემა ქვეყნას საფრთხეს უქმნის, თანამოაზრეები არიან იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ
„პროპორციული სისტემა ქვეყნას საფრთხეს უქმნის, თანამოაზრეები არიან იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, მას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ 2016 წელში ჰქონდა და მას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებ გუშინ არ მიუღია. როგორც მან აღნიშნა, კომპრომისზე ორჯერ წავიდა. „არ მინდა, საკითხი დადგეს ისე, რომ დავიწყოთ ხმების რაოდენობით გუნდში ჭიდაობა. მინდა, რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ის საფრთხეები ვაჩვენო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია“, - განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)