|
2019-11-12 16:39:26, 1073 ნახვა
საზოგადოება
N117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო
თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო. გამწვანების ღონისძიებას აღსაზრდელებთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეუერთდნენ. N117 ბაგა-ბაღი შარტავას ქუჩაზე, გზის პირას მდებარეობს, სადაც საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია. შესაბამისად, ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთგვარი „მწვანე კედლის“ მოწყობა დაგეგმა. „თბილისის 117-ე ბაგა-ბაღთან საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგანაც შენობა გზის პირას - განსაკუთრებული ინტენსივობის მოძრაობის მქონე ქუჩაზე მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ლანდშაფტი სხვა საშუალებას არ გვაძლევს, გადავწყვიტეთ, მარადმწვანე ნერგები დაგვერგო, რომელიც რამდენიმე წელიწადში ქუჩასა და ბაღის ტერიტორიას შორის ერთგვარ გამყოფ ხაზს წარმოქმნის, რაც არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)