|
2019-11-12 10:56:27, 1202 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი მოჰყავთ, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე, დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანის ბაზრებზე ხდება. მეურნეობებში ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება. „საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და, ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, ამ პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა. ჩვენ გავითვალისწინეთ წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, კანონის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებიც. უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს, რაც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სამი სატბორე მეურნეობა შეიქმნა. კომპანიას „aqua farm village khashmi” ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვთ. მომავალი წლიდან კი, წარმოების გაფართოებას გეგმავენ და შავი ზუთხის მოპოვებას აპირებენ. თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კი, კომპანია „rioni sturgeon factory“ ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია „club admiral”. როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)