14:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 16:04:55, 1291 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე პეტრე ცაავას განცხადებებზე: ეს არის გამიზნული მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი

„ეს არის გამიზნული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მორალურ-ზნეობრივი ტერორისტული აქტი როგორც პატრიარქის, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას ვერ დააზიანებენ.

 „მათი ჩვეული სტილი, რომ აკეთებენ  ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაზოგადოებრივ საქმეს და შემდეგ ისინი აბრალებენ ყველაფერს სხვას, ესეც მათი ჩვეული მეთოდია. მე რომც დავიჯერო მათი ფიცის, მაკვირვებს თავიც და ბოლოც, იმიტომ, რომ ისინი 16 წლის განმავლობაში ებრძვიან ეკლესიას. ალბათ, გახსოვთ, სატვირთოებით თავდასხმა ეკლესიაზე, გახსოვთ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ეკლესიის მუდმივი დისკრედიტაცია და უკვე არცთუ ისე  გასაკვირი ბოლო, როდესაც პეტრე პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის" მაღალი სანდოობის მქონე წარმომადგენელი ეკლესიაში, რომელიც არც მალავს სიმპათიებს „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, უკვე ახორციელებენ კიდევ ერთხელ დიდ დარტყმას პატრიარქზე, ეკლესიაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამიზნული, აქ არავითარ შემთხვევითობას ადგილი არ აქვს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისინი ვერ დააზიანებენ მთავარს - ვერც სახელმწიფო ინტერესებს და ვერც საზოგადოებას",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატუაში დევს. ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics