|
2019-11-11 15:48:26, 1246 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კვლევის შედეგები განიხილეს
საქართველოს ხორცისა და რძის სექტორის უვნებლობის, ხარისხის სტანდარტებისა და რეგულაციების ამერიკულ და ევროპულ რეგულაციებთან შედარებითი კვლევის შედეგების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. „აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ისეთი რეგულაციების შემუშავებას, რაც ფერმერებს და მეწარმეებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებასა და ფერმერული საქმიანობის ეფექტიან განხორციელებაში დაეხმარება“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. კვლევა ამერიკული ორგანიზაციის „Land O’Lakes Venture37“ პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ხორცის და რძის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე და რეკომენდაციებზე გამახვილდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების, სამსახურების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)