|
2019-11-10 15:59:31, 1176 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარები ჩახსნეს ქსელიდან
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება. კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის კონტროლი. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს. ისინი კარს არ უღებენ გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს და საშუალებას არ აძლევს, ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ქსელიდან ჩახსნან, სრულად აიგნორებენ გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებენ ქსელზე, რითაც საფრთხეში ადებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც. კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე, სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ). ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები. მხოლოდ ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია: სამგორი 1661 ისანი-ვაზისუბანი 1481 გლდანი 947 სანზონა 638 საბურთალო 463 დიღომი 317 ნუცუბიძე 267 დიდუბე 236 ჩუღურეთი 226 ნაძალადევი 223 ვაკე 214 კრწანისი 202 მთაწმინდა 158 წყნეთი 20 სულ 7053
(R)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)