14:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 13:00:40, 2077 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“, საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

ახალი წევრები არიან: ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი, იურისტი - მიტროფანე სტურუა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი - მანანა ბანძელაძე, ფსიქოლოგი - თამარ წამალაიძე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი და ქიმიკოსი - გია პატარიძე. იურისტი, ადვოკატი - გიორგი მახარაძე, საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი - ნათია ხელაია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი - გიორგი ბაკაშვილი, იურისტი - პაატა დარახველიძე, ეკონომიკის მაგისტრი - ლილე მაღლაფერიძე, ინჟინერი და ეკონომისტი - დიმიტრი აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა  ოქტომბერს შედგა.  მეოთხე წარდგენა 11 ოქტომბერს შედგა.  მეხუთე წარდგენა 18 ოქტომბერს შედგა. 25 ოქტომბერს წადგენილი წევრების სია იხილეთ აქ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics