14:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 21:15:47, 1756 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არავის აქვს - ხელისუფლება ამ ძალადობის თანამონაწილეა

„ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე ამ ძალადობის “ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ივანიშვილი და მისი მცირე ჯგუფები ახერხებენ მოქალაქეებს არანორმალური პირობები შეუქმნან, რათა მათ კინოთეატრში შესვლა ვერ შეძლონ.

ბოკერიას განმარტებით, ჭყლეტვა და ჭიდაობა მათ პირდაპირ პოლიციისგან აქვთ დავალებული.

”ასეთი მცირე ჯგუფი მოძალადე ადამიანების ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს ვინც მიდიან კინოში. ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კი არ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა! უბრალოდ გამშველებლების როლში ამყოფებენ და მათ შორის ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი ვინც ახლა ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics