14:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 16:41:18, 2143 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ.

მათ მასპინძლობა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.

ადამ კინზინგერი და ალექსანდერ მუნი ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ, მადლობა გადაუხადეს და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.

კონგრესმენებმა ქართველი ჯარისკაცებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ამერიკელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა და ახალი, მშენებარე სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებელო სამუშაოებიც დაათვალიერეს. დასავლური სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება, აშშ-ის მხარდაჭერით შენდება და უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს შეხვედრა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics