|
2019-11-08 11:48:52, 965 ნახვა
საზოგადოება
„ქართული მარში“-ს მუქარა სახელმწიფოს ძალადობრივი ჯგუფები ფილმის წინააღმდეგ მსვლელობას გეგმავს
დღეს 4 საათზე, ძალადობრივი მოძრაობის „ქართული მარშის“ წევრები, ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ, ფილარმონიასთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. როგორც მათ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოში გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდას არ დაუშვებენ: „დღეს, 4 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება ქართული მარშის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება „გეი პროპაგანდის“ ჩვენების წინააღდეგ. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ის ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და ამ ფილმის მესვეურებს ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. მათივე განცხადებით, ეს მხოლოდ ნაწილია, მთავარი კი „ვერის ბაღში“ დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)