|
2019-11-08 11:27:59, 752 ნახვა
საზოგადოება
"თუ შესაძლებლობა მექნება, ვნახავ"- არჩილ თალაკვაძე ფილმის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამომბს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ნახავს ფილმს, რომელმაც საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი თქმით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნახვის შემდეგ, მის შესახებ საკუთარ შეხედულებასაც გამოხატავს: “არ მინახავს ეს ფილმი, თუ შესაძლებლობა მექნება ვნახავ და მის განხილვასაც გეტყვით. რაც შეეხება ფილმზე ჩემს პოზიციას, შემიძლია, გითხრათ ის, რომ ხელოვნებაში ყველა თავის თავს გამოხატავს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ეს უფლებაც ისევე, როგორც რაღაც არ მოგწონდეს და რაღაც გააპროტესტო მშვიდობიანად, ეს უფლებაც არის გარანტირებული. ეს უფლება თავის მოქალაქეებს მისცა საზოგადოებამ და ხალხმა, ვინც მიიღო კონსტიტუცია. ამიტომ ეს უფლება იქნება განუხრელად დაცული. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება და ყველას თავისი უფლების რეალიზაციის შანსი და შესაძლებლობა ჰქონდეს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი თქმით, ფილმის ჩვენების პერიოდში საზოგადოების უსაფრთხოება იქნება დაცული, კანონდამრღვევ ქმედებებს კი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: “გამოსვლები და აქციები ცოტა არ უნახავს ამ ქვეყანას. ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაშიც იყო არაერთი მანიფესტაცია. სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მზად იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იქნება და თუ ვინმე კანონს დაარღვევს ამაზე იქნება რეაგირება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)