12:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 12:23:53, 404 ნახვა

საზოგადოება
კონფერენცია „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ დასრულდა

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის და კომპანია „Nestle“-ს ორგანიზებით ქ. ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ 9 დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენცია „სიცოცხლის 1000 დღე“ მიმდინარეობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 200-ზე მეტი ექიმი ესწრებოდა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერთიფიკატები გადეცათ. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა და პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების უფროსი ირმა შოთაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე განიხილებოდა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, მომზადებული ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა “სიცოცხლის პირველი 1000 დღე”.

სიცოცხლის პირველი 1000 დღე – როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ცხოვრებაში, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და განაპირობებს მრავალი დაავადების განვითარების თუ პრევენციის მიზეზს.

ამასთან დაკავშირებით, ჯანმოს უახლესმა ასამბლეამ შემდგომი 20 წელი გამოაცხადა ჯანმრთელობის “პროგრამირების” წლებად და ხაზი გაუსვა სიცოცხლის პირველი 1000 დღის მნიშვნელობას. აღნიშნულ ასამბლეაზე ჯანმოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პლანეტის დაავადებების 80% შექცევადია. ამათი პრევენციის უმთავრეს საფუძველს კი სწორედ ჩასახვიდან პირველი 1000 დღე განსაზღვრავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics