|
2019-11-05 18:18:55, 5510 ნახვა
ევროპის ამბები
პაატა შამუგია საპატრიარქოს - გაერკვიეთ თქვენში ვინ გეია და ვინ ჰეტერო
მწერალი პაატა შამუგია ღია წერილით საქართველოს საპატრიარქო-ს მიმართავს. მწერალი ამბობს, რომ საპატრიარქო უნდა გერკვეს ვინ არის მათ წიაღში გეი და ვინ ჰეტერო, წინააღმდეგ შემთხვევაში გარედან დამკვირვებელი ადამიანი იბნევა. "ვუსმინე თქვენი ორგანიზაციის პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი ათი წელია, წიგნისკენ საერთოდ არ გაუხედავს. სავარაუდოდ, პრესრელიზების კითხვას გადაჰყვა. სამაგიეროდ, ნაკლის კომპენსირებას, როგორც ჩანს, ფილმების ყურებით ცდილობს და ქართულ-შვედურ ფილმზე დაუდგამს თვალი. როგორც ბატონი ანდრია ამბობს: "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს“. ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ იქნებ ჯერ მაინც საკუთარ სივრცეში გაგერკვიათ, რომლები ხართ გეები და რომლები - ჰეტეროები, თორემ ნამეტანი დაბნეულები და დიდად დაბრკოლებულები ვართ გარედან მაყურებლები მარტო გეების თემა რატომ გაღელვებთ? ტრავმა გაქვთ რამე? ნუ დაგვიმალავთ. სად იყავით, როცა თვალგამოთხრილ ახალგაზრდებს ქართულმა „სასამართლომ“ დაზარალებულის სტატუსიც კი არ აღირსა? ასი ათასი ეგზალტირებული ადამიანი რომ გამოიყვანეთ სამი გეის საცემად, სოციალური უსამართლობის გამო ოცი კაცი მაინც რატომ არასოდეს გამოიყვანეთ? 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს ამ ქვეყანაში, ეგ ეკლესიას არ ეხება? ასეთ ამბებზე რატომ არ ისმის ხოლმე თქვენი ხმა? რატომ ისმის თქვენი ხმა მხოლოდ მაშინ, როდესაც სუსტებს და გარიყულებს ხმის ამოღების და თვითწარდგენის სურვილი უჩნდებათ? მარტო გეებზე ხურდებით? მე არ გკიცხავთ - სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ფორმები გაქვთ დასახვეწი, ასეთი ბრუტალურობა აღარაა „ცვეტში“ - წერს პაატა შამუგია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)