22:16 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 13:18:48, 2265 ნახვა

საზოგადოება
სოფო კილაძე: მე ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ქალ დეპუტატზე მეუღლემ იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა.

გაირკვა, რომ ეს პიროვნება, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძეა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მაგრამ დამატებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს.

„დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა,  რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“. - განაცხადა სოფო კილაძემ „კურიერის“ ეთერში.


ლიკა ბესელია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics