20:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 13:05:11, 1519 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრე: ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება

„ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება“, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას პატრიარქთან მოსანანიებელი არაფერი აქვს და მზადაა ნებისმიერი გამოწვევისათვის.

„სულიერი ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ სულის საცხონებლად. დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, ეკლესიის გაჯანსაღებისა და არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.  მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობასა და უწმინდურობას არ დავემორჩილები. ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სასჯელები უკვე დაწესებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის.

სინოდის გადაწყვეტილების მხილება თეოლოგების მხრიდან მოხდა და ამ გადაწვეტილებას სამგზის სირცხვილი უკვე უწოდეს. პატრიარქის წინაშე მე მიმაჩნია, რომ მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ან უნდა დავისაჯო მე ცილისწამებისათვის, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება კანონიკური სამართლის მიხედვით. მე გავაგრძელებ ბრძოლას სიწმინდისათვის, სამართლიანობისთვის და მართლმადიდებლობისათვის.

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ის რაც იკადრა საპატრიარქომ და ზოგადად, რასაც მე ვხედავ, ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას სასულიერო პირებისა თუ მაღალი იერარქებისაგან, არაფერs არ გამოვრიცხავ. უბრალოდ,  ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს“, - ამბობს მეუფე პეტრე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics