19:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 16:54:23, 1232 ნახვა

საზოგადოება
გიორგი წოწკოლაურმა აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ქარელში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 58 წლის მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა.

„მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, ქარელში, შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული დევნილთა საცხოვრებელი შენობის აღდგენა უმოკლეს ვადაში მოხდება.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics