15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 13:37:06, 1508 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტურისტული პატრულის დანაყოფის დანიშნულება და მოვალეობები გააცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს შეიქმნა ტურისტული უსაფრთხოების სამმართველო - ე.წ. ტურისტული პატრული, რომლის ფუნქციაა საქართველოში სტუმრად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების და ტურისტულ ზონებში მართლწესრიგის დაცვა.  აღნიშნული დანაყოფის პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, უცხოელი მოქალაქეების ინფორმირება საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics