|
2019-10-31 19:02:52, 1930 ნახვა
საზოგადოება
იღუმენი დანიელი: ეს იყო პილატეს სასამართლო, ეს არის უკანონობა, ეს არ არის ქრისტიანობა
ეს იყო პილატეს სასამართლო, ეს არის უკანონობა, ეს არ არის ქრისტიანობა - ამის შესახებ იღუმენმა დანიელმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქოს მეუფე პეტრესთვის სიმართლის დასამტკიცებლად გარკვეული დრო უნდა მიეცა, მაგრამ ეს არ გააკეთა. "როდესაც ასეთ მძიმე საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტა მიდის უნდა მოუსმინონ. მღვდელმთავარმა სამი საათი ითხოვა ,რომ მოვიტან დამამტკიცებელ საბუთსო, რატომ არ აინტერესებთ ვინ არის ის მოწმე? მოიყვანს თუ არ მოიყვანს? რატომ გადაწყვიტეს გადაყენება? ეს იყო პილატეს სასამართლო, ეს არის უკანონობა, ეს არ არის ქრისტიანობა. იმ მღვდელმთავრებს მოვახსენებ, რომ ვინც აქ, მეუფე პეტრესთან ჩამოსული იყო და ყველაფერი იცოდა შერცხვეთ, ეს არის სირცხვილი,"- ამბობს იღუმენი დანიელი.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)