|
2019-10-31 11:00:53, 1131 ნახვა
საზოგადოება
სინოდის წევრები წლის პირველ სხდომაზე საპატრიარქოში იკრიბებიან
საპატრიარქოში სინოდის წევრები იკრიბებიან. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სინოდის სხდომას ყველა წევრი ვერ დაესწრება, მათი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება, ნაწილს კი დიდი ხნის წინ შეხვედრები აქვს ჩანიშნული. ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს სხდომას ვერ დაესწრება ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას საპატრიარქოსგან საჯაროდ ითხოვს. მეუფე იაკობის ბრალდებები, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დიდი ალბათობით დღეს სინოდმა უნდა იმსჯელოს. გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი უნდა გახდეს მეუფე კალისტრატეს შემცვლელი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)