15:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 10:03:20, 1867 ნახვა

სამართალი
სუს-მა 500-ევროიანი ყალბი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ჯამში ამოღებულია 17500 ევროს ყალბი ბანკნოტები.

„გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics