|
2019-10-28 15:25:11, 2214 ნახვა
საზოგადოება
„მე დავბრუნდები“ - სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა
სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. კერძოდ, თავდასხმა ისეთ ვებგვერდებზე მოხდა, როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტის საიტი, საერთო სასამართლოების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, საინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე. აღნიშნული საიტების გახსნისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო შემდეგი წარწერით ჩნდებოდა: I'll be back (მე დავბრუნდები). ამ დროისთვის, საიტების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ზე, ასევე "საზოგადოება და ბანკების" გვერდზე პრეზიდენტის ფოტო ისევ ჩანს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)