16:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 13:41:03, 3213 ნახვა

სამართალი
თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის დაცვა ამერიკელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

თბილისში, რესტორან „სულთანში“ ამერიკის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანხის გადახდასთან დაკავშირებით დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა. კერძოდ, სტუმრებს გადახდა საბანკო ბარათით სურდათ,  თუმცა მას შემდეგ, რაც ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა, რესტორნის წარმომადგენლებმა მათ ნაღდი ანგარიშსწორება მოსთხოვეს. სწორედ ამის შემდეგ, ტურისტებს დაწესებულების დაცვის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics