|
2015-07-17 15:06:02, 376 ნახვა
პოლიტიკა
ჯაბა სამუშია: გიგი უგულავამ რუსეთს აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული წესების თანახმად, ყველა იმ ქვეყნის მიმართ მომზადდა წერილი, რომლებიც ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალ, „თბილისი 2015-ში“ იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, წერილის გარკვეული მონახაზი შედგა მოსკოვის მერისთვისაც. თუმცა, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და მერიამ გადაწყვიტეს, რომ მოსკოვის მერი ამ ოლიმპიურ თამაშებზე არ მოიწვიონ. როგორც სამუშიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემით სპეკულირებს. მისივე თქმით, ამ პარტიას ამის მორალური უფლება არ გააჩნია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომამდე მაშინდელმა დედაქალაქის მერმა გიგი უგილავამ რუსეთს ოფიციალური წერილით მიმართა და „რუსეთის დღე“ მიულოცა. სამუშიამ მედიას ამ წერილის ასლი აჩვენა. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავის დროზე რუსეთის ქალაქის მერს და მთავრობას ულოცავდა ხოლმე დღესასწაულს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი დაპყრობილი ჰქონდათ. მათ არა აქვთ არანაირი მორალური უფლება ისაუბრონ ისეთ ელემენტარულ საკითხებზე როგორიცაა ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული წესით წერილების მომზადებაზე. ამ პოლიტიკურ ძალას გაცილებით უარესი აქვს ჩადენილი ამ მიმართულებით. 2008 წელს ომამდე ერთი თვით ადრე, მაგრამ ამ დროს უკვე დაპირისპირება დაწყებული იყო. 16 აპრილს უკვე რუსეთმა განაცხადა, რომ ის დაიწყებდა ერთის მხრივ აფხაზეთის, ხოლო მეორეს მხრივ სამხრეთ ოსეთის აღიარებას, მაისში ეს საკითხი უკვე განიხილებოდა, ივნისში შიდა ქართლში დაიწყო დაპირისპირება. სწორედ ამ დროს თბილისის მერი გიგი უგულავა აგზავნის წერილს და მთავრობას ულოცავს რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის არათუ დიპლომატიური შეცდომა, არამედ დიპლომატიური უგუნურობა“,-აღნიშნა სამუშიამ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპურ ფესტივალ „თბილისი 2015“ -ზე მოსკოვის მერი ალექსანდრ საბინიანი მოიწვია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნარმანიას ოფიციალური მოსაწვევი წერილი მოსკოვის მერისთვის არ გაუგზავნია.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)