02:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 14:53:48, 354 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლება ამას, ჯერჯერობით, წარმატებით ახორციელებ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს   სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება სწორ და ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს.

აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა პარლამენტში გააკეთა, სადაც „ნდობის ჯგუფის“ სხდომა უნდა გაიმართოს.

თინა ხიდაშელი „ნდობის ჯგუფს“ საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics