02:41 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 14:13:01, 362 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

მთავრობის მიერ 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შემცირდა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 25 მილიონი ლარით იზრდება და 9 900.0 მლნ ლარით განისაზღვრება. არ იცვლება ხარჯვითი ნაწილი და 9 მილიარდ 575 მილიონი ლარი რჩება.

"თუ არ გავითვალისწინებდით არსებულ გარემოებებს და გვექნებოდა იგივე ბიუჯეტი, რაც თავდაპირველად დაიგეგმა, საბიუჯეტო დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.7% იქნებოდა, რაც მიუღებელი იყო. ამიტომ ხდება კორექტირება და ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 3%-ის ფარგლებში. სავარაუდოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება არა 2%, არამედ შეიძლება 3%-მდე იყოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო დეფიციტი წლის ბოლომდე კიდევ უფრო ნაკლები იქნება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics