|
2015-07-17 13:35:14, 556 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მიმდინარე წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, სრული იგნორირებით უპასუხეს 17 ორგანიზაციისა და 5000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალური მიმართვა/მოწოდებას, რომ „პანორმა თბილისის“ პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო; ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება ერთი მხრივ ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემდა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფქისირებინა, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობდა საკითხისადმი საჯარო დისკუსიის წარმართვას; იმ პიროებში, როდესაც წარმოდგენილ ლოკაციებზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს (მათ შორის: სატრანსპორტო, ეკოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით), გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა; თუმცა, განცხადების ავტორებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ არ გამოიყენეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა იმ საკითხებზე, რომელიც პირთა ფართო წრის ინტერესებს ეხება; "სამინისტროსა და სააგენტოს, და შესაბამისად - სახელმწიფოს დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისა ვალდებულებებს მოქალაქეების წინაშე; მიგვაჩნია, რომ „პანორამა თბილისის“ მასშტაბის პროექტზე შესაბამისი ნებართვის გაცემის პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის უგულვებელყოფა და გადაწყვეტილების ფარულად, დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) უმთავრესი პრინციპების დაცვის მიმართებულებით (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა); ჩვენ ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას ქვეყნისთვის, თუმცა გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ქალაქი ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს და ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანია, გადაწყვეტილების დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს",-ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ტფილისის ჰამქარი", "მწვანე ალტერნატივა", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)