|
2019-10-22 16:40:11, 1805 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივს ელექტრონული არქივების შვეიცარიელი ექსპერტი, ანდრეას ნეფი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ელექტრონული არქივების (e-archives) შვეიცარიელი ექსპერტი, ანდრეას ნეფი ეწვია. სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები სტუმარს ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის მიმართულებით ეროვნულ არქივში უკვე გატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ; ექსპერტისგან კი მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოს არქივებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის – OAIS მოდელზე დაფუძნებული ელექტრონული არქივაციის მოდულის, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ და ქართული მხარისთვის საინტერესო სხვა თემებს განიხილავენ. საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის მიმართულებით. ქართული მხარის მიზანი, არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) საარქივო სტანდარტებზე დაყრდნობით, საარქივო აღწერილობების ეროვნული სტანდარტის შემუშავება და მსოფლიო გამოცდილების ქართულ სინამდვილეში დანერგვაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)