|
2019-10-22 16:27:12, 2071 ნახვა
საზოგადოება
„ცოლად მოყვანის პერიოდში, მისი ასაკი არ იცოდა“ - დვალიშვილი ბრალს არ აღიარებს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა, მიხეილ დვალიშვილი, ბრალს არ აღიარებს. ახლობლების განცხადებით, მიხეილ დვალიშვილმა გოგონას ცოლად მოყვანის პერიოდში არ იცოდა, რომ მისი მეუღლე არასრულწლოვანი იყო. „ბრალს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ მან არ იცოდა ასაკი. ის დედას გამოექცა სახლიდან და შეიფარა გზააბნეული გოგო. ამის გამო შეიძლება დაისაჯოს“, - განაცხადა დვალიშვილის ახლობელმა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დვალიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს „გარდაცვლილი ჩვილის დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი მინიმუმ შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება. დაცვის მხარე დავაყენებთ შუამდგომლობას საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს მიხეილ დვალიშვილი“, - განაცხადა უფლებადამცველმა მიხეილ ჩომახაშვილმა. ცნობისთვის, კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული ჩვილის მამას ბრალდება წარედგინა. შეგახსენებთ, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)