14:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:05:07, 1235 ნახვა

ეკონომიკა
შიქსინ ჩენი - საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა - საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს რეიტინგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6  ადგილი უკავია. საქართველომ  მთელი რიგი რეფორმები განახორციელა.  ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics