18:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 13:04:49, 1954 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი დოლიძეზე: როგორც ჩანს, მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა იუკადრისა

"უხერხულია, როცა იუსტიციის საბჭოს წევრი მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას. 

ოხანაშვილის თქმით, ანა დოლიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს, ტყუილია.   

"უხერხულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება და ტირაჟირება. ის საუბრობს, თითქოს უნდოდა დარბაზში შემოსვლა და არ შეუშვეს. ასეთი რამ არ მომხდარა. მოგეხსენებათ, ეს დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის. ვინაიდან ინტერესი დიდია და თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, ადგილები აქ თავისუფალი არ გვაქვს, ვთავაზობთ აქვე, დარბაზში, აივანზე დასწრების უფლებას. შესაბამისად, მასაც, ისევე როგორც ყველა სხვას, შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა. ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში დღეს,  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics