|
2019-10-22 12:42:11, 1452 ნახვა
საზოგადოება
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად, გახარიას საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე "აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში"-ს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე შემდეგი შინაარსის ბანერები მიიტანეს - "ფეიკ პრემიერი", "რუსული ოცნება", "რუსეთი კლავს, ოცნება კლავს" და "ოცნება" რუსეთის სამსახურში". როგორც მომიტინგეებმა განაცხადეს, ისინი 20-21 ივლისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ და მათი მიზანი ამ ფორუმის ჩაშლა არ არის. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ”პრემიერი ცდილობს მის მიმართ არსებული პროტესტი არ შეიმჩნიოს და უშიშრად გადაადგილდეს საქართველოში. ჩვენ მას ყველგან მოვუწყობთ აქციებს. ის იგრძნობს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენს პროტესტს და დისკომფორტს. ჩვენი მიზანი არ არის შიგნით შესვლა და ამ ფორუმის ჩაშლა. ჩვენ გვესმის ინვესტიციების მნიშვნელობა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაც. ჩემი იქ შესვლის მიზანი იყო პირადად შევხვედროდი გახარიას და მისთვის დამეფიქსირებინა ჩვენი პროტესტი“-განაცხადა მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)