11:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 12:56:52, 575 ნახვა

საზოგადოება
რამაზან ბაირამის დღესასწაული აჭარაშიც აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ადგილობრივ მუსლიმებს დიდი მარხვის დასრულება რამაზან ბაირამი მიულოცა და ბათუმის მეჩეთში დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო.

აჭარის პირველ პირთან ერთად  რეგიონის სოფლის მეურნეობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები იმყოფებოდნენ.

რელიგიურ რიტუალს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე უძღვებოდა.

რამაზანის მარხვის დროს განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ. 

„პირველ რიგში დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვულოცავ ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულა მარხვის პერიოდი. 29 დღის განმავლობაში ყველა მუსლიმი ემსახურება ღმერთს, სჩადის კეთილ საქმეებს, ამიტომ ეს განსაკუთრებული დღეებია. ყველა მუსლიმს მინდა ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, ბედნიერება. სახელმწიფო ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც საჭირო იქნება ყველა აღმსარებლის მიმართ პატივისცემისთვის,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics