18:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 14:54:50, 2234 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: წერილი მივიღეთ გახარიასგან - ვისი დაწერილია ე.წ. გამოძიება დაადგენს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც მისი ინფორმაციით შს ყოფილი მინისტრისგან და მოქმედი პრემიერისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო, გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის იმედი არ აქვს, თუმცა მისი ყველა ქმედება კანონის შესაბამისი იქნება.

„ექსპერტიზა ლონდონში დასრულდა და როგორც დავპირდი საზოგადოებას, დღეს კანონის წინაშე შევასრულე ვალდებულება და ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის იმედიც არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გააკეთოს მსგავსი ნაბიჯი, რომ ქვეყანა გაიწმინდოს ტყუილებისგან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ დგას გიორგი გახარიას უკან და ვინ არის მუქარის წერილის ავტორი, ხაზარაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად არასდროს არ გვითქვამს ვის მიერ არის ეს დაწერილი. ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მათგან განსხვავებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავთ, მივენდობით ე.წ გამოძიებას, რომლის იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მივყვებით კანონის შესაბამისად ყველა ქმედებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა.

მანვე დასძინა, რომ დედანი ამ წუთებში უკვე პროკურატურაშია და როგორც კი, დაიწყება გამოძიება, დასახელდება პირი, რომელმაც "მუქარის წერილი" გადასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics