20:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 14:04:05, 2276 ნახვა

კომენტარი
გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“: ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

"ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი "მუქარის წერილის" პროკურატურაში წარდგენის ფაქტს. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს გამოძიებისთვის ხაზარაძის მიერ წერილის დედანის გადაცემა და არის თუ არა გახარია მზად, საჭიროების შემთხვევაში უწყებაში გამოცხადდეს.

"არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-თქო. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ "მუქარის წერილს" ჩაუტარდა ექსპერტიზა და მისი შედეგების თანახმად 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი. ამასთან, დაცვის მხარე პროკურატურას შესაბამის დოკუმენტაციას და წერილის ორიგინალს დღეს გადასცემს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics