20:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 17:42:09, 3890 ნახვა

კომენტარი
გახარია - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო აფიქსირებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ახდენს ამ პოზიციის დეკლარირებას.

„საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება ჩვენი ქვეყნისთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს არ არის ახალი და მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ის არავის არ ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics