20:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 17:40:37, 3453 ნახვა

კომენტარი
გახარია - რაც ატოცში ხდება, არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში  დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა  მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც ატოცში ხდება არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაწყებულია.

„ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის თავიანთ მიწაზე  ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდად, ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება.

უნდა გვესმოდეს ერთი რამ,  ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა. შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics