|
2019-10-19 14:17:02, 1612 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პროექტს - „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი". შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და "საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" წარმომადგენლები. მათ განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს. პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში განხორციელდა: ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სოციალური აქტივობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ასევე შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის კომუნიკაციის სტრატეგია.
(NS)
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)