|
2019-10-18 15:47:18, 1529 ნახვა
საზოგადოება
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 911 897 ადამიანი გაწევრიანდა - 162 103 სქემა დატოვა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სულ 911 897 ადამიანი გაწევრიანდა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისს განაცხადა. როგორც სურგულაძემ აღნიშნა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული ადამიანებიდან, კერძო სექტორში 737 254 ადამიანია გაწევრიანებული, ხოლო საჯარო სექტორში - 211 842 მოქალაქე. რაც შეეხება მათ ვინც საპენსიო სისტემა დატოვეს, სურგულაძის თქმით, ამ დროისთვის სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა. მანვე დასძინა, რომ გასული ადამიანებიდან, კერძო სექტორში მომუშავე არის 119 651, ხოლო საჯარო სექტორში - 42 115 ადამიანი. სურგულაძის ინფორმაციით, ფონდის ღირებულება ჯამში 385 512 760 ლარია, საიდანაც 9 მილიონზე მეტი დარიცხული სარგებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)